გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულას“ სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სტუმრობდა

0
1807

რადიოჰოლდინგ ფორტუნას ეთერში მუდმივად ისმის წარმატებული ადამიანების ხმა. ამჯერად ჰოლდინგს საერთაშორისოდ აღიარებული სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია სტუმრობდა. ის გვანცა ლაღიძის გადაცემა „წარმატების ფორმულის“ სტუმარი გახლდათ. ზვიად ციკოლიას სახელი ისმის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. მის ცხოვრებაში იყო ბევრი კონკურსი, შესაბამისად არაერთი ჯილდო, ტიტული და პრიზი აქვს მიღებული. თავად დიზაინერი ამბობს: “იმისთვის, რომ საერთაშორისო აღიარება მიიღოთ უნდა ითამაშოთ საერთაშორისო არენაზე“. საინტერესოა, როგორი იყო წარმატებისკენ მიმავალი გზა და განვლილი ცხოვრების რომელ პერიოდს გამოარჩევდა თავად დიზაინერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here