18.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

გვანცა დარასელიამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ მცირე ხნის წინ იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. „რუსთავი 2“-ის „შუა დღის“ წამყვანი დეკრეტში მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე გავიდა, ტელეეთერშიც იჯდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას წონაში საგრძნობლად არ მოუმატია და აშკარაა, რომ დაკლებაც არ გაუჭირდება.

გვანცამ საკუთარი პატარის სახე ჯერ არ გამოაჩინა, მაგრამ „ინსტაგრამზე“ დადო ფოტო, სადაც ახალშობილის ფეხები საკუთარ ხელებში აქვს მოქცეული.

ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ტელეწამყვანს კიდევ ერთხელ ულოცავენ მეორე შვილის დაბადებას. შეგახსენებთ, რომ გვანცა რამდენიმე წელია, გათხოვილია. მასა და მის მეუღლეს, ვახო მჭედლიძეს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ.

https://www.instagram.com/p/BRD4Y3dBxSV/?hl=en

Latest Posts

ბოლო სიახლეები