გურანდა გაბუნიას „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭეს

0
1294

კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გურანდა გაბუნია „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დააჯილდოვა. ცერემონიალი მარჯანიშვილის თეატრში, გურანდასთვის მიძღვნილი სპექტაკლის „წმინდა ურჩხულების“ დასრულების შემდეგ შედგა. სპექტაკლში მთავარი როლი გურანდა გაბუნიამ შეასრულა. დაჯილდოვება სახალხო არტისტის სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს დაემთხვა.

„ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად იმ სპექტაკლის პრემიერას ვესწრები, რომელიც ქალბატონი გურანდას 60 წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, რომ აქ დამსწრე საზოგადოებას ძალიან ბევრი შეუძლია, ისაუბროს მის მიერ შესრულებულ ათეულობით როლზე, რომლებიც ჟანრობრივად ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდება“,  – განაცხადა მინისტრმა. ვიდეოს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია, მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატია. იგი სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მსახიობ ქალად შემდეგ სპექტეკლებში შესრულებული როლებისთვის: “პროვინციული ამბავი”, “შიში” და “მიტევების დღე“.

ავტორი: გიგა უჩუვატოვი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here