28.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

გურამ ბაღდოშვილი: „დიდება, სახელი, ქონება, რის გამოც ხალხი თავს იკლავს, არ მაინტერესებს…“

ცნობილი შეფი, გურამ ბაღდოშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის დიდი ქონება არაფერს ნიშნავს:

„ბოდიში, მაგრამ ყველა ადამიანი შედის საპირფარეშოში და ისაქმებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი აქვს და რას იცვამს, მთავარია, მენტალურად იყოს დალაგებული და ჰუმანურობის უნარი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში კეთილშობილება დაიკარგა. ეს ჩემთვის მესიჯია, რომელიც მინდა, მომავალ თაობებს გადავცე. წარმატებული და განათლებული, ძლევამოსილი და თუნდაც, ცნობილი რომ იყო,  ბევრი ქონება არ გჭირდება. განათლებას მიაქციე ყურადღება,თავმდაბალი იყავი და გიყვარდეს ადამიანები, თუნდაც არაფერი გქონდეს. წარმატებისთვის ბევრი ფული და მილიარდი არ არის საჭირო. ეს არც იმისთვის გჭირდება, რომ კარგი იყო. ევროპაში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ვიცნობ, დღე რომ სწავლობენ და ღამე დამლაგებლები არიან, მიტანის სერვისში მუშაობენ ან ბურგერებს აკეთებენ. ეს ადამიანს წვრთნის…“

გურამ ბაღდოშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს:

„ვარ ადამიანი, რომელსაც დიდება, სახელი, ქონება, რის გამოც ხალხი თავს იკლავს, არ მაინტერესებს. ევროპამ სხვანაირი ცხოვრება მასწავლა. არ მჭირს ვარსკვლავობის მანია. ადამიანებს ორი ძროხა ჰყავთ და თავი კნიაზი ჰგონიათ – მე ეს მომენტი არ მაწუხებს…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები