გუკა რჩეულიშვილი: „ფარ-ხმალის დაყრა არასდროს ღირს…“

0
2816

გუკა რჩეულიშვილი ერთი წლის წინ დედ-მამასა და მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ვრცელ სტატუსში საკუთარი განცდების შესახებ წერს.

გუკა აღნიშნავს:

„ეს მოგონება ამომიგდო დღეს FB-მა, ერთი წლის წინ ყველა ერთად ვიყავით, მაშინაც უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდით, ღიმილით შეგვეხედა ამ გამოწვევებისთვის. მას შემდეგ უმძიმესმა ერთმა წელიწადმა გაიარა, მამაჩემი გარდაიცვალა, დედაჩემი და დეიდაჩემი დღემდე ციხეში არიან, სასამართლოები გრძელდება, მე კი გარეთ ვარ, მაგრამ რეალურად თავისუფალი არ ვარ და ვერც ვიქნები, მანამდე, სანამ ჩემი ოჯახის წევრები ციხეში არიან და სანამ ყველა ვალდებულებას რომელიც ჩვენ კლიენტების მიმართ გაგვაჩნია, არ დავასრულებთ.

ერთი სიტყვით, ცხოვრება ძალიან რთულია და ხშირად დაუნდობელი, სავსეა მოულოდნელობებით, რადიკალური ცვლილებებით და უსამართლო გამოწვევებით. ხშირად ბედისწერა ისე მოულოდნელად და ისეთი სიმძლავრით დაგანარცხებს ადამიანს ძირს, რომ ერთი მომენტი ფეხზე წამოდგომა წარმოუდგენელიც კი გგონია. ბევრი, ასეთ დროს წამოდგომის მცდელობასაც კი წყვიტავს, ეგუება მარცხს და ცდილობს, ძირს დაგდებული მაქსიმალურად კომფორტულად მოკალათდეს, ზოგი კი დამარცხებას არ ეგუება და პერმანენტულად წამოდგომას ცდილობს, მიუხედავად რამდენიმე წარუმატებული მცდელობისა, ის მაინც შეუპოვრად აგრძელებს ბრძოლას და ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს.

არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, მთავარია, ადამიანს ჰქონდეს „ნება“ ფეხზე წამოდგომის და თუ ეს „ნება“ არსებობს, მას არა მარტო ფეხზე წამოდგომა, არამედ ფრენაც კი ძალუძს.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ხდება. ერთ დღეს ყველა ჩვენგანი შეიძლება, გამოწვევის წინაშე დადგეს და ეს ყველაფერი შესაძლებელია, ისეთ მომენტში მოხდეს, რომ ჩვენს გვერდზე არავინ და არაფერი აღმოგვაჩნდეს, რაც ამ გამოწვევის გადალახვაში ხელს შეგვიწყობდა, ამ დროს მხოლოდ შინაგანი თავისუფლების და პირადი ნების ამარა რჩება ადამიანი და თუ ეს ორი თვისება გახასიათებს, მაშინ დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამიტომ ფარ-ხმალის დაყრა არასდროს ღირს. ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი კარგად იქნება! We shall never surender!! Inshallah!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here