სანამ ლიზა ფიშერი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება და გამორჩეულ პერფორმანსს შესთავაზებს მათ, მანამდე რადიოჰოლდინგ ფორტუნას გუნდმა მას ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი დაათვალიერებინა. მცირე ექსკურსიის შემდეგ კი წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება “ოქროს ტალღა 2018”-ის ერთ-ერთმა სპონსორმა, “ბიოლი” ჰოლმა ლიზასა და ჯეისის უმასპინძლა. “ბიოლი”, ეს გახლავთ სამედიცინო ველნეს კურორტი, რომელიც გაშენებულია ოცდაათ ჰექტარზე. ტერიტორიაზე კი ყველა პირობაა შექმნილი თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დიაგნოსტიკა, სხვადასხვა პროგრამები, პროცედურები და ჯანსაღი კვება ბიოლს ერთ სივრცეში აქვს მოქცეული.