ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი და ახლა უკვე მწერალიც, გრეის ჯონსი დასავლური პრესის მთავარი ჰედლაინერია. ყველაფერი კი მის ბოლოდროინდელ სკანდალს უკავშირდება…
ორიოდე დღის წინ ჯონსი ახალი წიგნის პრეზენტაციას მართავდა, როდესაც ბანერთან პოზირებისას გადაწყვიტა ფოტოგრაფების წინ მკერდი მოეშიშვლებინა – გრეისმა მაისური აიწია და რამდენიმე წუთის განმავლობაში ამაყად უჩვენებდა საზოგადოებას თავის სიამაყეს…
რომ არა ეს საკმაოდ ეპატაჟური საქციელი ალბათ ჯონსის ახალი წიგნის გამოსვლის შესახებ ვერავინ გაიგებდა, თუმცა ახლა ყველა ტაბლოიდი გრეის ჯონსის ვულგარული გამოხტომის შესახებ საუბრობს, რაც მისი ნაშრომისთვის შესანიშნავი პიარია…