გორში კომედიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 ივნისს დასრულდება

0
730

კომედიის  საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალი, რომელიც წელს 5 ივნისს გორში მეექვსედ გაიხსნა, 14 ივნისს რუსთავის თეატრის სპექტაკლით ,,დონ ჟუანი“( რეჟისორი სოსო ნემსაძე) საზეიმოდ დაიხურება. კომედიის ფესტივალს ათი  დღის განმავლობაში ერისთავის თეატრთან ერთად გორის კულტურის ცენტრიც მასპინძლობდა და მასში მონაწილეობა მარჯანიშვილის, ბუქარესტის კომედიის თეატრის, ჭიათურის, ქუთაისის, მოძრაობის, მოზარდმაყურებელთა, ილიაუნის, დმანისის, თუმანიშვილის და რუსთავის თეატრის დასებმა მიიღეს. ფესტივალს, წელსაც უცვლელი სლოგანი გასდევდა ლაიტმოტივად: ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა.  ფესტივალის რეპერტუარი სათაურიდან გამომდინარე გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ „Black Box“-ია”  რომელიც თეატრის კრიტიკოსებს  საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან  შემდგარი ჟიური -თამარ კიკნაველიძე, დავით ბუხრიკიძე, ხათუნა წულაძე, ნინო გაბრავა და თაკო შუკაკიძე აფასებდა, თეატრმცოდნეები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწyო და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას.  მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა,  რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის  თეატრის დასებებმა  მიიღეს.

ფესტივალი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here