გორავ ჩოპრამ “ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა

0
30

ინდოელმა მსახიობმა, გორავ ჩოპრამ “ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა და საქართველოდან გაემგზავრა. მსახიობი მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

გორავმა პროექტიდან წასვლაზე განცხადებაც გააკეთა და ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა.

“ნახვამდის საქართველო, მე დავბრუნდები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და ხმას მაძლევდა. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენი ოცნება შუა გზაზე მივატოვე. მადლობა იმისთვის, რაც ამ 6 კვირის მანძილზე ხდებოდა. ეს იყო ზღაპარი, რომელსაც სამუდამოდ დავაფასებ. ძალიან მიყვარხართ! ვალში ვარ თქვენთან. მალე გნახავთ და კვლავ გეტყვით, რომ მიყვარხართ სამუდამოდ. მადლობა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here