გოგოლა კალანდაძე: „მართლა არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი… დამესიზმრა წინა დღეს და ვიცოდი, რომ რაღაც დამემართებოდა…“

0
983

გოგოლა კალანდაძემ, რომელიც „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, ეთერში მოჰყვა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს ექიმების დახმარებით.

გოგოლა კალანდაძე:

„უნდა წავსულიყავით სადღაც. წინა დღეს დამესიზმრა სიზმარი და მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ვიცოდი, რომ რაღაც დამემართებოდა. მინდოდა წასვლა გადაგვედო… მანქანაში რომ ჩავსხედით, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა დამმართვნოდა… ღვედი გადავიჭირე. ბავშვებსაც გადავუჭირე, მაგრამ მე დამემართა, მოხდა საშინელი ავარია. გიორგი ხეროდინაშვილსა და ვასკა აბულაძეს, ქირურგებს დიდი მადლობა გადავუხადო, მათ სიცოცხლე მაჩუქეს და პირდაპირი ეთერით მათთვის არასდროს მადლობა არ გადამიხდია. მართლა არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი…“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here