გოჩა აბულაძე: „მთელი ცხოვრება მინდოდა, საქართველოსთვის მიმეძღვნა ეს ალბომი!..“

0
505

ცნობილი საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე საქართველოს ახალ ალბომს უძღვნის, რომელიც მთლიანად ქართულენოვანია და „ბრავო რეკორდსში“ პანდემიის დროს ჩაიწერა, თუმცა სრული წესების დაცვით.

გოჩა აბულაძემ, შესანიშნავი გიტარისტის, დათო ლონდარიძის აკომპანემენტით, ათი ცნობილი ქართული კომპოზიცია საკუთარი, კლასიკური ვერსიით შეასრულა.

როგორც მომღერალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთელი ცხოვრება, მიუხედავად უამრავი წარმატებისა, ოცნებობდა ქართული ალბომის ჩაწერაზე, რომ ის საკუთარი ქვეყნისთვის მიეძღვნა.

ზაზა შენგელიამ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მთელი ხმის ჩამწერი სტუდია მობილიზებული იყო ამ პროექტის შესაქმნელად. წინ კიდევ უამრავი პროექტია და კერძო სექტორის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გოჩა აბულაძის ალბომი სახელწოდებით „აბული“ „რედკოს“ აქტიური ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. პრესკონფერენციას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი, კატია აბსანძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია პოსტპანდემიურ პერიოდში მხარს უჭერს იმ სფეროს, რომელიც ძალიან დაზარალდა კოვიდ-19-ის გამო შექმნილი ვითარებით.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ალბომების ხელისმოწერის ცერემონია გაიმართა. გარდა ამისა, გოჩამ დათო ლონდარიძის აკომპანემენტით საოცარი შესრულება შემოგვთავაზა, ორი სიმღერა მარტომ შეასრულა, ხოლო „საქართველო, ლამაზო“ ძმასთან, უჩასთან ერთად.

როგორც გოჩამ აღნიშნა, სიმღერა ორივე ძმას დედამ შეაყვარა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here