გივი ბერიკაშვილი გადაიცვალა

0
1716

83 წლის ასაკში, მსახიობი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, მძიმე ავადმყოფობა და დაგვიანებული მკურნალობა გახდა. გივი ბერიკაშვილი გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და ექიმს დაგვიანებით მიმართეს. მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here