„გიორგიმ ქიმიოთერაპიის წინ ცოტა მოიწყინა…“

0
1677

გიორგი მახარაძე თურქეთიდნა ახლახან დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სარკეს“ მსახიობის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიამ ქაცარავა ესაუბრა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში. სწორედ მისგან შეიტყო საზოგადოებამ, რომ მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

დიაგნოზი თურქეთშიც დაადასტურეს და ქიმიოთერაპიის კურსი ურჩიეს. როგორც მარიამი ჟურნალთან საუბრისას ამბობს, გიორგიმ პრეპარატები თან ჩამოიტანა და ქიმითერაპიის კურსს საქართველოში გაიკეთებს, ვინაიდან თურქეთში ეს პროცედურა ძვირი ჯდება.

როდის დაიწყებს მკურნალობას?

მარიამ ქაცარავა:

უკვე უნდა დაეწყო, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს.

რას ამბობენ ექიმები, დამაიმედებელი პროგნოზია?

ჯერ ვერაფერს. როცა კურსი ჩატარდება, იმის მიხედვით გვეტყვიან.

თავად გიორგი რა განწყობით არის ფსიქოლოგიურად, როგორ გრძნობს თავს?

ძალიან დადებითად არის განწყობილი, ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს, თუმცა ახლა უკვე ფაქტის წინაშე რომ დადგა, ცოტა მოიწყინა. ისეთი ადამიანია, რომ არასდროს მოგახვევს თავის პრობლემას თავზე. სულ კარგ ხასიათზეა და შენც არ გაძლევს მოწყენის უფლებას, სულ მასხარაობს. არ იმჩნევს თავის მდგომარეობას. ძალიან მარტივია მასთან ურთიერთობა. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here