გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა – სად გაიცნო მსახიობმა თავისი რჩეული?!

0
347

გიორგი ყორღანაშვილი, მსახიობი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, დღეს თავს გაცილებით კარგად გრძნობს. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მის გარშემო მსახიობებისა და ცნობილი ადამიანების უდიდესი არმია გაერთიანდა და მათმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, შეგროვდა უპრეცედენტო თანხა 400 000 დოლარი, რაც გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. სათანადო მკურნალობის შემდეგ გიორგი ნელ-ნელა დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას და… სიყვარულიც იპოვა.

გიორგიმ და სალი ბეჟიშვილმა ახლახან იქორწინეს. მათ ქორწილს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბევრი ცნობილი სახეც.

გიორგის მისალოცად დავუკავშირდით.

გიორგი:

ჩემი მეუღლე სალი ბეჟიშვილია. ერთმანეთი საქველმოქმედო რგოლის გადაღებაზე გავიცანით.

დაქორწინების გადაწყვეტილება ოჯახებთან შეთანხმებით მივიღეთ. ნიშნობის დღეს, როდესაც ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, სალის ბეჭედი გავუკეთე (იღიმის).

ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჯვარი ლისის მონასტერში დავიწერეთ. ცოტა ორივემ ვინერვიულეთ, მაგრამ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ახლო მეგობრების წრეში.

პ.ს. ვულოცავთ გიორგისა და სალის და ვუსურვებთ დიდ ბედნიერებას.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here