მსახიობი გიორგი ყიფშიძე გუშინ იუბილარი იყო, ის 38 წლის გახდა. გიორგი დაბადების დღეს საკმაოდ ორიგინალურად შეხვდა. მსახიობი გასათობად “ჯინო ფერედაისში” მივიდა, სადაც მას მეგობრები, ასევე მისი და, ლენუკა ყიფშიძე და მეუღლე, ანი ჩიკვილაძე ახლდნენ. დაბადების დღის ტორტი გიორგის, ლენუკამ მიართვა. მეგობრებმა იუბილარს სიმღერაც მიუძღვნეს.