23.8 C
Tbilisi
Wednesday, August 3, 2022

გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი ანა გასიევაა – „ზურა ყიფშიძე კარგი მამამთილია…“

გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. ის მეუღლეზე 20 წლით უფროსია. ცნობილი მსახიობის მესამე ცოლი ანა გასიევაა. წყვილი პირველ შვილს ელოდება. ანა გასიევა პროფესიით ფოტოგრაფია. მან ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა.

როგორც ანა აღნიშნავს, გიორგი საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და არ ყოფილა მისი თაყვანისმცემელი – „რასაკვირველია, პატივს ვცემ და მომწონს მისი შემოქმედება, მაგრამ ამის მიღმა, ჩემთვის იდეალური მამაკაცი და ქმარია…

დიახ, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელია და არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.

გიორგის არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. ნატალიასთან ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ალექსანდრე კი უსაყვარლესია. რაც შეეხება ზურას, ძალიან კარგი მამამთილია, მეგობრული“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები