მომღერალი გიორგი წერეთელი ოჯახის მესამედ შექმნაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მეორე ნახევარი, თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილია გოგოა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?
ოჯახი ჩემთვის სიმდიდრეა და ძალიან მიყვარს, იმდენადაც კი, რომ ვერ წარმომიდგენია ადამიანი ოჯახის გარეშე. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ცვლილება და რამდენჯერმე დამენგრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის. ჩემი ოჯახი ყველამ კარგად იცის, სხვათა შორის, წლის სკანდალური წყვილიც გავხდით (იცინის). მესამე და სამართალიო. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს. როგორც კაცი უფრთხილდება კერას, ისევე უნდა გაუფრთხილდეს ქალიც, რადგან, სამწუხაროდ, გაუფრთხილებლობით ინგრევა ურთიერთობა. რთული საკითხია ოჯახის შენარჩუნება.