მსახიობის და ტელეწამყვანის, გიორგი ვარდოსანიძის გარშემო ჭორები არ წყდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გადაცემა “გააცინე და მოიგე” სკანდალურად დატოვა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულია. გავრცელებულ ჭორებს ვარდოსანიძემ ჟურნალ “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოჰფინა ნათელი.
– ვიცი საიდან გაჩნდა ჭორი “რუსთავი 2”-ის დატოვების შესახებ. სწორედ იმ დღეს, როცა გადაცემის ჩაწერა მქონდა, თეატრში პრემიერა დაემთხვა, ამიტომ გადაცემის წაყვანა ნიკა არაბიძეს მოუწია და ჭორიც აქედან გავრცელდა. არც “რუსთავი 2″ დამიტოვებია სკანდალურად და არც გადაცემის წამყვანობაზე მითქვამს უარი”- აცხადებს გიორგი “თბილისელებთან” საუბრისას. რაც შეეხება ჭორს, იმის შესახებ, რომ მსახიობი შეყვარებულია, გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს რომ ეს ასე არ არის. “მყავს მეგობარი, კარგი გოგო. ეს ახალი ურთიერთობაა და თუ მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა, ამას არ დავმალავ”-განაცხადა მსახიობმა.