მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ჯანსაღი წესით ცხოვრება. ის თავისუფალ დროს სპორტულ დარბაზებში ატარებს. როგორც გაირკვა მსახიობმა მოწევასაც დაანება თავი და ამ ფაქტით გახარებული სოციალურ ქსელში ყოველდღე აქებს საკუთარ თავს. გიორგი ვარდოსანიძეს 9 დღეა სიგარეტი აღარ მოუწევია და აცხადებს, რომ არც არასდროს მოწევს. შეძლებს თუ არა ამას ვნახოთ.