გიორგი ვარდოსანიძემ ახალი კლიპი მუსიკომედიის თეატრში გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა „აზრს“. მსახიობი დახმარებისთვის მადლობას უხდის ალეკო ბეგალიშვილს, გიორგი ყველაშვილსა და თათული თოხვაძეს, კლიპისთვის – Future Prodaction-ს.
შეგახსენებთ, რომ გიორგის ამღერების წარმატებული მცდელობა სიმღერას „ლანდებს“ უკავშირდება, რომელზე გადაღებული ვიდეოც არაერთმა ათასმა ადამიანმა ნახა. შემდეგ მან კიდევ ერთი კლიპი გადაიღო და თაყვანისმცემლებს ახლაც შეახსენა თავი, მორიგი ნამუშევრით.