გიორგი ვარდოსანიძე სექსუალურ ტორსს ამარიაჟებს – “დაისილიკონე?”

0
247

მართალია, ყველა ქართველი ბიჭი ორშაბათიდან იწყებს ვარჯიშს და ეს ორშაბათი, როგორც წესი, არასდროს დგება, თუმცა გიორგი ვარდოსანიძე ამ მხრივ გამონაკლისია. როგორც ჩანს, სალომე ჭაჭუასთან თანაცხოვრებამ მას ვარჯიშის სურვილი გაუღვივა და მასთან დაშორების შემდეგ, ძალიან კარგ ფორმას მიაღწია.

გიორგი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სხეულის ფორმების დემონსტრირებისთვის და ასეთ არაერთ ფოტოს იპოვით მის ფეისბუქის ალბომში. ერთ-ერთი ასეთი ფოტო ახლახან გამოაქვეყნა და დაწერა: “არ ვიცი მე ახალი წელი, ვარჯიში ვარჯიშია…“

მის ამ ფოტოს გამოხმაურება მალევე მოჰყვა. მსახიობმა იმედა არაბულმა თავისი ტორსის ფოტოც გამოაქვეყნა და გამოთქვა სურვილი, რომ გიორგისთან ერთად ივარჯიშოს.

ერთ-ერთმა მეგობარმა კი გიორგის ჰკითხა: “დაისილიკონე?”, რაზეც მსახიობმა უპასუხა, – “ჰაჰაჰა, გეკადრება, დავით? ნატურალუუურ”.

როგორც გიორგი წერს, ერთი წვეთი არ დაულევია ახალ წელს და ლუკმა არ უჭამია, მხოლოდ ვარჯიშობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here