გიორგი ვარდოსანიძე: „როგორც კი გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება“

0
691

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევა მნიშვნელოვანია:

„უკვე დიდი ხანია, ჩემს თავთან ჰარმონიაში ვარ. როგორც გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება. მე დიდი ხანია, ვიცი ჩემი ცუდი თვისებებიც და კარგიც. ცუდი ბევრად მეტია, მაგრამ ვცდილობ, გამოვასწორო და კარგი გავამრავლო. შიდა ბრძოლები – როცა ვერ იგებ, ვინ ხარ და რა გინდა, დიდი ხანია, დამთავრებულია“.

გიორგი ვარდოსანიძე ასევე პასუხობს კითხვას მექალთანეობის შესახებ:

„ჩემი პირადი ყოველთვის დალაგებული იყო – მე ასე ვთვლი. ჩემს პირადში ყოველთვის მშვიდობა იყო, რიგითი ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ვიღაცები რაღაცებს იგონებდნენ, ეს არ არის ჩემი პრობლემა. მშვენიერი პირადი მქონდა, რაც თავი მახსოვს და დღემდე ასეა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here