გიორგი ვარდოსანიძეს ახალი გატაცება აქვს – მსახიობობის შემდეგ ვარდოსანიძე ბედს მუსიკაში ცდის.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი თავის პირველ კლიპზე მუშაობს, რომელსაც Future Production იღებს, ვიდეოს რეჟისორი გოგიტა ჩიკვაიძეა.
რაც შეეხება სიმღერას, ის უკვე ჩაწერილია. მუსიკისა და ტექსტის ავტორი კი თავად მსახიობი გახლავთ.