ის, რომ ახალი სიმღერის რადიოპრემიერა ფორტუნაში უნდა შედგეს, ტრადიციადაც კი იქცა. ამჯერად „არტ ეფემს“ სიმღერის პრემიერით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა. გეტყვით, რომ ის პროექტ „კინომუსიკაზე“ მუშაობს და ლეგენდარული ფილმების ცნობილ სიმღერებს ახლიდან აცოცხლებს. „ტრიალებს“, სწორედ ასე ჰქვია იმ სიმღერას, რომელიც მომღერლის ერთადერთი ნამუშევარი არ არის და ის ერთ-ერთია პროექტ „კინომუსიკიდან“, სადაც გაერთიანებულია ყველასათვის საყვარელი ქართული კინო მუსიკის ძველი კომპოზიციების ახალი ვერსიები.