გიორგი სუხიტაშვილი: “14 თებერვლის მერე კონცერტი არ მქონია, ამიტომ ამ შენიშვნას ვერ მივიღებ…”

0
722

გიორგი სუხიტაშვილი სოცქსელში ეხმიანება კორონავირუსს და პრობლემას, რომელიც ყველა მუსიკისს აქვს დღევანდელ დღეს. კონცერტების გაუქმების გამო ბევრმა შემოსავალი დაკარგა, მათ შორისაა, გიორგიც.

“ბოლო დღეებია, აქტუალურია ფულის სესხების საკითხი და მეც ბევრი მომმართავს,
რამდენიმე წუთის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა მომღერლებს მოგვიწოდა, რომ დავეხმაროთ, თუნდაც მცირედით ჩვენს მოსახლეობას.
ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას, რომელშიც ყველა ჩვენგანი აღმოჩნდა და რომელიც არავის ბრალი არ არის.
რაც შეეხება მომღერლებს და მათ შემოსავალს

რაც შეეხება მომღერლებს და მათ შემოსავლებს.
მოდით, გავიაროთ ეს საკითხი.

1.თქვენი აზრით, მომღერლის პროფესია რა შემოსავალს გულისხმობს?
2. თებერვლის მერე მე პირადად კონცერტი, სადაც რამეს გადამიხდიდნენ, არ მქონია (ითვლება, რომ მოთხოვნადი ვარ და ცოტა კონცერტი არ მაქვს).
3. თუ რაიმე სხვა შემიძლია რას არ ვაკეთებ, რომ ადამიანებს გავუხალისო და ცოტა გადავაგორებინო ეს პერიოდი.
ამიტომ იმის თქმა, რომ მცირედით დავეხმაროთ მომღერლები მოსახლეობას, ცოტა გაუგებარია.
4. ჩვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც სხვა დანარჩენი (შეიძლება უფრო რთულადაცაა საქმე), მეც გადავავადე სესხი სამი თვით, რადგან არ ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი გადახდას.
5.მითები, რომ მომღერალი მდიდარია, არის ბლეფი!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ.14 თებერვლის მერე კონცერტი არ მქონია, ამიტომ ამ შენიშვნას ვერ მივიღებ…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here