გიორგი ქებურიას სათვალით თავს „ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი“ იწონებს

0
2818

გიორგი ქებურიას სათვალეები აქტუალურობას არ კარგავს. ჯერ იყო და ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის კოპლებიანი კაბა ჩაიცვა. შემდეგ კი ყველა საერთაშორისო მოდური გამოცემა გიორგი ქებურიას სათვალეებზე ალაპარაკდა.

ჯიჯი ჰადიდის, სლიკ ვოდსისა და კორტნი კარდაშიანის შემდეგ გიორგი ქებურიას სათვალეები შვედმა მოდელმა და ვიქტორია სიკრეტის ანგელოზმა, ელზა ჰოსკმა მოირგო. მოდელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თეთრ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებს. ელზამ არჩევანი გიორგი ქებურიას წითელ სათვალეზე გააკეთა. მსგავსი სათვალე ეკეთა ბიონსეს დას, სოლანჟეს, რიანას და კორტნი ტროპსაც.

თავად დიზაინერმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია, როდესაც მის სათვალეს ვარსკვლავზე და ჩვეულებრივ გამვლელებზე ხედავს. “ეს სათვალე ძალიან ტენდენციური ფორმის იყო. მათი შექმნისას უფრო მეტი იმედი მქონდა, რომ პოპულარული გახდებოდა,” – განაცხადა გიორგიმ.

გიორგიმ ანა ვინტურთან შეხვედრაც გაიხსენა : “მილანის შოურუმში ანა ვინტურმა ყველა დიზაინერის კოლექცია დაათვალიერა. როდესაც მოდიოდა, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან ვნერვიულობდით. რამოდენიმე კითხვა დამისვა, სად ვმოღვაწეობდი და რამდენი წელი. როდესაც გაიგო საიდან ვიყავი, საქართველო ადვილად იცნო, რადგან „ვოგში“ ჩვენს ქვეყანაზე ბევრი სტატია იწერება.

შეგახსნებთ, რომ ჟურნალმა “ვოგმა” კი მისი სათვალეები შემოდგომის საუკეთესო აქსესუართა შორის შეიყვანა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომავალ სელებრითს, რომელიც არჩევანს გიორგი ქებურიაზე გააკეთებს.

ავტორი: გიგა უჩუვატოვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here