გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ნოვატორული პროექტი „ვოისა“ გრემზე მოსახვედრად ემზადება

0
1803

საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია მუსიკოსები, რომლებმაც საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ ასეთია აშშ-ში მოღვაწე ქართველ ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. პიანისტი ერთნაირად წარმატებულია, როგორც ჯაზის, ასევე კლასიკური მუსიკის მიმართულებით, შესაბამისად ფართო და მრავალფეროვანია მისი საშემსრულებლო რეპერტუარი. სწორედ ამან განაპირობა, რომ განხორციელებულიყო ნოვატორული პროექტი “ვოისა” გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანი”-ს მონაწილეობით, რომლებიც ქალაქ პეკინში 14 ივნისს გრანდიოზული კონცერტით წარსდგებიან, ასევე საღამოზე მონაწილეობას ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი მიიღებს. ღონისძიება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. პროექტი “ვოისა” გრემზე მოსახვედრად ემზადება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here