გიორგი მიქაძე პოპმუსიკის მეგავარსკვლავის ლიჰომ ვანგის ბენდში მიიწვიეს

0
95

ლოს ანჯელეში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, გიორგი მიქაძემ კიდევ ერთ დიდი წარმატებას მიაღწია. რამდენიმე დღის წინ მან  კონტრაქტი გააფორმა მსახიობთან, პროდიუსერთან  და  4 გრემის მფლობელ პოპმუსიკის მეგავარსკვლავ ლიჰომ ვანგთან ( Leehom Wang), რომელსაც „ცინური პოპ-მუსიკის მეფეს უწოდებენ“.

უკვე გაწერილია 2018-2020  წლის  მსოფლიო ტურნე  უდიდეს საკონცერტო სტადიონებსა და არენებზე სახელწოდებით  “Descendants of the Dragon”.

ლეგენდარული ლიჰომ  ვანგის მსოფლიო ტური  13 აპრილს იწყება, მეგაშოუ პეკინის ოლიმპიური სტადიონის – „კადილაკის არენით“ იწყება. აღსანიშნავია, რომ 18 000-კაციან დარბაზში კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში, 53 წამში გაიყიდა.

კონცერტს საკუთარ გუნდთან ერთად დაესწრება საქართველოს სრულუფლებინაი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

გიორგი მიქაძეს  მუსიკალური კრიტიკოსები პროფესიონალ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და ყველა ჟანრისა და სტილის მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს, მსგავსი ტიპის მეგა ვარსკვლავთან და მის არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა, როგორც თავად ქართველი მუსიკოსი აღნიშნავს, ახალი შემოქმედებითი ეტაპია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here