გიორგი მიქაძე – ჯაზისა და პოპმუსიკის ამომავალი ვარსკვლავი საქართველოდან, ბერკლის და მანჰეტენის აკადემიების კურსდამთავრებული, ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის მიწვეული პროფესორი, ჯაზის მაგისტრი და „იამაჰას“ ოფიციალური ჯაზარტისტი, უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი, ხვალ კალიფორნიაში „პორშეს“ საიუბილეო გრანდიოზულ ივენთზე წარდგება.
ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტულის მქონე კომპანია „პორშე“ წელს 60 წლის საიუბილეო თარიღს გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნავს. საზეიმო მიღება და კონცერტი გაიმართება კალიფორნიის შოურუმში (Porsche South Bay), სადაც გიორგი მიქაძე წარდგება ლოს ანჯელესში მოღვაწე ვარსკვლავური ბენდით, რომლის შემადგენლობაში არიან გიტარისტი ქოლინ ქუქი, ბასისტი ანტუან კატსი და დრამერი შონ რაითი.
მიღებას დაესწრებიან მხოლოდ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები.