გიორგი მახარაძის დედა: „მარიამ როინიშვილისთვისაც და მარიამ ნადირაძისთვისაც საყვარელი დედამთილი ვარ…“

0
622

მსახიობ გიორგი მახარაძესა და მის მეორე ნახევარს, მარიამ ნადირაძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ჟურნალ „სარკესთან“ გიორგის დედა, თეო ჩივაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა შვილმა მძიმე სენი დაამარცხა და ამაში საბოლოოდ არის დარწმუნებული. გიორგის პირველი მეუღლე მომღერალი მარიამ როინიშვილი გახლდათ, რომელთანაც მსახიობს ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს.

თეო ჩივაძე:

გიორგიზე შოკში ვარ. მეშინია, არ გაგიჟდეს! ძალიან გიჟი მამაა. მარიამიც აბსოლუტურად ჩართული დედაა. გიორგის კი უბრალოდ ვერ ვცნობ. ყუველაფერს თვითონ აკეთებს. მარიამს კი არ ეხმარება, პირიქით, მარიამი ეხმარება. გიორგი ყოველთვის თბილი და მზრუნველი იყო, ახლა უფრო გამძაფრებული აქვს ეს თვისება.

თქვენი და მარიამ ნადირაძის ურთიერთობა როგორ აეწყო?

გადასარევი ურთიერთობა გვავქს. ისინი ცალკე ცხოვრობენ და ნიკას დაბადებამ დაგვანახვა, რომ მარიამი შესანიშნავი დედაა.

ძალიან საყვარელი დედამთილი ვარ ორივე მარიამისთვის. ჩემთვის არ არსებობს რძალდედამთილობის პრობლემა. მე მეგობარი ვარ მარიამ როინიშვილისთვისაც და მარიამ ნადირაძისთვისაც.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here