გიორგი ლომინაძის მეუღლე, ნუცა გუნცაძე საზარელი ავარიის, ოპერაციებისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად, აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსნებთ, რომ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. “ნისან ტიდა”-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში “იქს-5”-ში მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ფოტო აეროპორტიდან




