გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე პროექტებს რამდენიმე ტელევიზიისთვის მოამზადებენ

0
1570

ცნობილმა ტელეპროდიუსერებმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ახალი სეზონისთვის რამდენიმე არხთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ისინი თავიანთი, ახლა უკვე დამოუკიდებელი ფროდაქშენის კომპანიის „ნოვას“ სახელით სხვადასხვა ტელეპროექტებს მოამზადებენ.

მოლაპარაკებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პირველ არხს“ „ნოვა ფროდაქშენსი“ „იქს ფაქტორს“ შესთავაზებს, თუმცა, როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და „პირველ არხთან“ მოლაპარაკებები სხვა პროექტს შეეხება.

როგორც გავიგეთ, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია „იმედსაც“ ესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ ისინი მცირე ხნის წინ „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდნენ და ამ ტელეარხისთვის რამდენიმე ცნობილ პროექტს ამზადებდნენ, თუმცა მათი თანამშრომლობა ამ კუთხით დასრულდა.

რომელ პროექტებს გააკეთებენ სხვადასხვა არხზე, ამას ახალი სატელევიზიო სეზონიდან შევიტყობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here