გიორგი კელაპტრიშვილი “მხოლოდ ქართულის”მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა

0
1280

“მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის ფინალური შოუ წარმატებული აღმოჩნდა გიორგი კელაპტრიშვილისთვის. ის უკვე არის პროექტის გამარჯვებული და ხალხის უპირობო ლიდერიც. სეზონის განმავლობაში სწორედ გიორგი კელაპტრიშვილი არაერთხელ დასახელებულა ლაივის ლიდერად და ბოლოს გამარჯვებაც მოიპოვა. მასთან ერთად ფინალურ შოუზე გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ნოდარიკო ხუციშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნუცა თოფურია. თითოეულმა კონკურსანტმა კი კონცერტზე ორი სიმღერა შეასრულა, შოუც ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რა დროსაც პირველი ნაწილის ხმების უმრავლესობაც სწორედ გიორგი კელაპტრიშვილმა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქასთინგზე კონკურსანტს ოქროს ღილაკი სოფო ნიჟარაძისგან ერგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here