27.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

გიორგი კეკელიძე ნუგზარ შატაიძის მოთხრობაზე: „მხატვრული ნაწარმოები თქვენზე და ჩემზე იწერება…“

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს ბოლო დროის აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფილოლოგის, ვახტანგ როდონაიას მიერ შედგენილი მეცხრე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შესულია ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, რომელიც ერთმა სკოლის მოსწავლემ და სკოლის მოსწავლის დამ „ფეისბუქზე“ გააკრიტიკეს.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ მალე ვახტანგ როდონაიას სახელობის ოთახი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება:

„მალე ვახტანგ როდონაიას ოთახი გაიხსნება. ერთ–ერთი ყველაზე საჭირო და ლამაზი კაბინეტი ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეებში. კერძოდ, კორპუს ვახტანგ მეექვსეში.

ბოლო დროა, მივიწყებული კითხვები გაისმა ამ ავტორის და სხვათა მიერ შედგენილი სახელმძღვანელობის მიმართ. მიხარია, რომ პასუხი ათასჯერ მეტი აღმოჩნდა და შესაბამისიც. ბევრნაირად შეიძლება ამ „ბრალდებებზე“ გამოხმაურება, სიცილითაც კი, მაგრამ რადგან პრობლემა არახალია, ახლა ვეცდები, სერიოზულად ვისაუბრო:

ძირითადად ორი პრეტენზია შემოგვესმა: რატომ ვასწავლით ქართველ ავტორებთან ერთად უცხოელი მწერლების ტექსტებს?

და რატომ საუბრობს ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის ნაწარმოებში პერსონაჟი არანორმატული ლექსიკით?

კითხვებზე პასუხები. ჩემეული პასუხები, ცხადია:

1) ეს სახელმძღვანელოები, თავისი არსით გულისხმობს იმას, რასაც „ვეფხისტყაოსანი“ – საკუთარი საზღვრების მონიშვნას უსაზღვრობის შიშის დაძლევით. ეს შიში ჩვენ სამასწლიანმა უცხო ხელმაც შემოგვაპარა და დაგვასუსტა, დღეს კი დაძლევას ვცდილობთ, ანუ საკუთარ თავთან დაბრუნებას. წიგნები საკუთარი სტრუქტურით ერთგვარი მომზადებაც კი აღმოჩნდა ფრანკფურტის წლევანდელი ფესტივალისთვის, სადაც კარგად უნდა დავანახოთ დიდი ქართველი ავტორების ზომა–წონა, ამ „ზომის“ შემჩნევა კი სხვებთან „დატოლების“ გარეშე შეუძლებელია

2) იმიტომ, რომ მხატვრული ნაწარმოები თქვენზე და ჩემზე იწერება, პატივცემულო მომხსენებელო და თუ კომენტატორებო. ჩემზე, თქვენზე და სხვა დანარჩენზე. ჩვეულებრივ ცხოვრებაზე იწერება. აი, ძალიან, ძალიან ჩვეულებრივზე და იმიტომ არის არაჩვეულებრივი. გეპატიჟებით, მალე ვატო როდონაიას ოთახი გაიხსნება და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები