20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

გიორგი გილიგაშვილი: „ჩვენი მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარე, გარდაცვალებას შეიძლება ერქვას ცუდი, მაგრამ თუ ჩაუღრმავდება ადამიანი, სიკვდილი არ არსებობს…“

გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ განვლილი ეტაპებისა და კონკრეტულად 2020 წლის სიძნელეების შესახებ საუბრობს.

„რაც ხდება, ყველაფერი უფლის ნებით ხდება.

ჩვენი მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარე, გარდაცვალებას შეიძლება ერქვას ცუდი, მაგრამ თუ ჩაუღრმავდება ადამიანი მართლმადიდებლური მრწამსის ფილოსოფიით, სიკვდილი არ არსებობს. გარდაცვალება არის უფალთან მიახლება შენი განვლილი ცოდვა-მადლიანი ცხოვრებიდან გასვლით, უკვე დამკვიდრება მარადიულში, უფლის წიაღში.

ცუდი ის იყო, რომ ჩემი უსაყვარლესი ბებიკონა მიეახლა უფალს, ჩვენი ოჯახის მეგობარი და ჩემი მასწავლებელი, თემურ ქევხიშვილიც.

ჩვენ ეს ცხოვრება არ დაგვიმსახურებია. არც ერთი წამი არ გვიშრომია იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში რა სიხაულიც გაგნვიცდია, ეს ყველაფერი დაგვემსახურებინა. ახლა რომ გამოვიდეთ და ნამდურავი კაცის პოზიციიდან ვთქვათ, უფალო, ეს რატომ მოხდაო, ვფიქრობ, არ იქნება ქრისტიანული მიდგომით სწორი. ასე რომ, დიდება ქრისტეს!

უფლის ნების გარეშე თავიდან თმის ღერი და ხიდან ფოთოლი არ ვარდება. ეს ყველაფერიც უფლის მიერ დაშვებულია. უფლის მიერ დაშვებას სიყვარულით ვხვდებით და ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდით…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები