მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ქორწინდება. მისი რჩეული მარიტა მელიქიშვილია. წყვილს შორის არცთუ მცირე ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობენ, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.
გიორგი გასვიანი:
პირად ცხოვრეაზე აქამდე თითქმის არაფერს ვყვებოდი, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერზე სიხარულით ვსაუბრობ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ჩემი სიყვარული გახლავთ მარიტა მელიქიშვილი, რომელიც არის ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, რომანტიკული, თბილი და ჩემთვის საუკეთესო ადამიანი.
მარიტა მელიქიშვილი:
გიორგი ყველას მოსწონს და მართლა სასურველი სასიძოა ყველასთვის და უკვე ჩემთვისაც. როგორც გარეგნულადაა იდეალური, ისეა ურთიერთობაშიც – სასწაული ადამიანია. იმ ასაკობრივ სხვაობას, რაც ჩვენ შორისაა, ხელი არაფერში შეუშლია, რადგან გიორგისთან ურთიერთობა პიროვნულად მზრდის. თან, სასწაულად მომხიბვლელი და შარმიანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი სიყვარული ისაა.