გიორგი გაბუნიას სკანდალური ინტერვიუ – “არ ვაპირებ იმის გამო ცოლის მოყვანას, რომ მერე თქვან – უი, ეს ბიჭი გეი არ ყოფილაო…“

0
410

გიორგი გაბუნიას ძალიან თამამი ინტერვიუ, სადაც ის ყველაზე საკითხსა და ჭორზე, რაც მისი პერსონის გარშემო ტრიალებს, საუბრობს, ჟურნალ “თბილისელების” დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა.

შეკითხვაზე, რატომ არ მოჰყავს ცოლი და შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი 40 წლის გახლავთ, ის პასუხობს, რომ ამ კითხვას ოჯახის წევრების გარდა, ყველა უსვამს, მათ შორის მეზობლები ლიფტში, სანამ მეთერთმეტე სართულიდან პირველზე ჩამოვა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას ორიენტაციაზე საუბრის გამო გეის იარლიყი მიაწებეს, ტელესახე ასე ეხმაურება:

მაგას მანამდეც მაწებებდნენ. “მაესტროში“ მუშაობისას შეღებილი თმით დავდიოდი. ახლაც დავდივარ “საყურეებით, ვამბობ, რომ შეყვარებული არ ვყოფილვარ და არ მინდა ოჯახის შექმნა. მოკლედ, თვითონვე ვიძლევი ყველანაირ საბაბს ასეთი ჭორებისთვის. მაგრამ, მე არასდროს ვცდილობ, რომ ადამიანები გადავარწმუნო და ვუმტკიცო, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. ვიღაც ჩემს ადგილას ცოლს მოიყვანდა საზოგადოებისთვის საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად და სინამდვილეში, ასე უამრავი იქცევა. ძალიან სასაცილოა, რომ ცოლი იმიტომ მოჰყავთ, რომ კითხვები არ გაჩნდეს და ყველამ თქვას: უი, ეს ბიჭი არ ყოფილა გეი, აი, ცოლი ჰყავსო. მე ამას არ ვაპირებ…

ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და როგორც უნდათ, ისე შემაფასონ. თუ ფიქრობენ, რომ გეი ვარ, იფიქრონ. ეს აბსოლუტურად არ მიქმნის დისკომფორტს. ოჯახს მათთვის რაღაცის დასამტკიცებლად არ შევქმნი. ეს მეც დამაზიანებს, იმ ქალსაც, რომელიც ოჯახში უნდა მოვიყვანო და შემდეგ ჩვენს შვილებსაც. ასეთი ოჯახისგან კარგი არაფერი გამოვა…“ – მიიჩნევს “არჩევანის“ წამყვანი.

გიორგი გაბუნია ჟურნალთან ინტერვიუში ასევე პასუხობს პიკანტურ ჭორებს მისი და ნიკა გვარამიას ურთიერთობის შესახებ – “ჰყვებოდნენ, რომ გვარამიას რესტორანში სცემეს და მე, მიხმარების ნაცვლად, კივილით გავიქეცი იქიდან, შემდეგ ამბობდნენ, გვარამია გაბუნიას დირექტორობისთვის ამზადებსო, მაგრამ მიხვდნენ, რომ გვარამია დირექტორად არ გამოდგება და მოადგილეობაზე შეჩერდნენ (იცინის) მოკლედ, აქ საზღვარი არ არსებობს და მე მეცინება, ამას რომ სერიოზულად განიხილავენ….“

ტელესახე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაშიც ვიხილოთ,რ ადგან ამ სფეროსგან არცთუ შორს დგას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნარმანიას ადგილზე თუ წარმოუდგენია თავი, ასე პასუხობს: “რატომ ნარმანიას? გიგი უგულავას ადგილზე… (იცინის). მე ხომ ნაციონალი ვარ?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here