გიორგი დათიაშვილი რესტორან „ალაზანში“ სარვამარტო კონცერტში მონაწილეობს

0
1765

გიორგი დათიაშვილი 8 მარტის კონცერტისთვის ემზადება. რესტორან „ალაზანში“ მისული სტუმრებისთვის ის საკუთარი რეპერტუარიდან ჰიტებს შეასრულებს. მასთან ერთად სცენაზე მალიბუ გამოვა.

გიორგის ახალ კლიპსა და სარვამარტო კონცერტზე ვესაუბრეთ.

გიორგი დათიაშვილი:

8 მარტს მქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, თბილისს ფარგლებს გარეთაც, მაგრამ რესტორან „ალაზანს“ დავთანხმდი, სადაც მალიბუსთან ერთად კონცერტი მექნება. ჩემი რეპერტუარიდან ექვს სიმღერას შევასრულებ, რომლებიც მსმენელს უყვარს. ქალბატონებს ამ დღეს დიდი სიამოვნებით მივულოცავ. ამ ბოლო დროს ბევრი შემოთავაზება მაქვს, მათ შორის, სარესტორნო სივრცეებიდანაც.

ახალი კლიპი „ისევ გეძებენ“ მცირე ხნის წინ განათავსე „იუთუბზე“. როგორია გამოხმაურება?

გამოხმაურება ძალიან კარგია. სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდზე მოწონება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა. სამწუხაროდ, მისი სატელევიზიო პრემიერა ვერ შედგა. რამდენიმე გადაცემას მივმართე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით უარი მითხრეს, ზოგს ორი თვით ადრე აქვს ჩაწერილი გადაცემები, ერთმა კი მითხრა, რომ რადგან სიმღერა მამას მივუძღვენი, ამის აფიშირებას ვერ მოახდენდნენ, რამაც გამაკვირვა, მაგრამ რა უნდა მეთქვა (იღიმის)?!.

რაიმე ახალს ხომ არ ამზადებ შენი მსმენელისთვის?

გადავწყვიტე, რომელიმე კომპოზიტორს მივმართო, ახალ სიმღერას ვეძებ და მალე მინდა ჩავწერო და კლიპიც გადავიღო. მომეწონა სხვა კომპოზიტორის სიმღერის შესულება, კარგად მოვირგე და ისევ ვაპირებ გამორებას (იღიმის).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here