გიორგი ცინცაძე, დაშავებული ფეხის მიუხედავად, ევრობასკეტზე მაინც თამაშობს (ფოტოები)

0
1918

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძე, ევრობასკეტზე ერთ-ერთი თამაშისას დაშავდა, თუმცა შემდგომ თამაშებში ასპარეზობა გააგრძელა. როგორც სოციალურ ქსელში შიო ხეცურიანი წერს, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გამოიყურება სპორტსმენის დაშავებული ფეხი. მიუხედავად ამისა, ცინცაძე უარს არ ამბობს ნაკრებში მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარებაზე.

შიო ხეცურიანი აღნიშნავს:

„ეს არის გიორგი ცინცაძის, “ბუ”-ს ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა, “ბუ” გადის მოედანზე და რაც შეუძლია, აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები, რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. “ბუ”, მადლობა!!! ვამაყობთ შენით მეც და ძალიან ბევრი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia #GNT“

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. ჩვენთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ თამაშის მოგებით გავინაღდებთ ჯგუფიდან გასვლას, სხვა შემთხვევაში კი სხვა თამაშების შედეგებს უნდა დაველოდოთ და მათზე ვიქნებით დამოკიდებულნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here