გიორგი ბახუტაშვილი „იმედზე“ „ღამის შოუს“ წაიყვანს – „კლოუნადამ დრო მოჭამა!..“

0
2644

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი „იმედზე“ ახალი იუმორისტული შოუს წამყვანი ხდება. გადაცემის სახელწოდებაა „ღამის შოუ“. ახლახან სოციალურ ქსელში გადაცემის პრომოც გამოჩნდა.

შოუს შემქმნელები ჯანსაღ იუმორს გვპირდებიან, ეს არის გადაცემა, სადაც არავის დასცინიან – „თუკი დაიღალეთ ცილისწამებითა და ღვარძლით, იუმორის დეოკუპაცია „იმედზე“ იწყება. კლოუნადამ დრო მოჭამა, იუმორს გემოვნება აკეთილშობილებს. არაფერი პირადი, მხოლოდ იუმორი“, ნათქვამია გადაცემის ანონსში.

საინტერესოა, ვის მიმართავენ ამ ტექსტით შოუს შემქმნელები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here