მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ახალ სეზონზე მისი მონაწილეობით არცერთი სერია არ გასულა ეთერში. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალიდან გაუშვეს. თუმცა რა გახდა ამის მიზეზი უცნობია. ინფორმაციის გადამოწმება თავად მსახიობთან ვცადეთ, მაგრამ მან კომეტარის გაკეთება არ ისურვა.