გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 22 ნოემბერს რუსთაველის თეატრშია დაგეგმილი. საბალეტო მინიატურები ი. ს .ბახის, ი. ბრამსის, დ. შოსტაკოვიჩის, ა. პიაცოლას, ჩ. ჩაპლინის, ი. დუნაევსკის, ე.დენისოვის, ა.კორელის, ი. კეჭაყმაძის, გ. ყანჩელის მუსიკაზე დაიდგა. გია ყანჩელის „დიპლიპიტოზე“ ფედრას თემაზე თანამედროვე ბალეტს წარმოადგენენ. მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი და ბალეტის მოწვეული მსახიობები.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე Biletebi.ge, ასევე „ბიბლუსის“ გალერეაში, ჭავჭავაძეზე.