გიო მგელაძის გაფრთხილება – “ვინც ალკოჰოლს “ეღლაბუცებით“ C ჰეპატიტით ნამკურნალებო ჯიგრებო, გაეშვით!!!”

0
1679

გიო მგელაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ C ჰეპატიტისგან განიკურნა, სოციალურ ქსელში, ურჩ პაციენტთა საყურადღებოდ, პოსტს აქვეყნებს და იმ სავალალო შედეგზე საუბრობს, რაც ექიმის დანიშნულების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

“ყველას!!! C ჰეპატიტით ნამკურნალები 10-დან 7 ჩემი ნაცნობი, იწყებს ალკოჰოლთან ურთიერთობას. მერე რა, რომ მკურნალმა ჰეპატოლოგმა გააფრთხილა, რომ მკურნალობიდან მინიმუმ 6 თვე ალკოჰოლის ერთი ჭიქის მიღებაც კი გამორიცხულია და სამი წელიწადი თვეში ერთხელ ერთი ჭიქა შამპანიური შეიძლება მხოლოდ. თუ ექიმის არ გჯერათ, დაგუგლეთ და წაიკითხავთ, რომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ალკოჰოლს არ გაეკარებით, ნუ დაიწყებთ მკურნალობას! რატომ? ხდება რეაქცია, რამაც ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ისტერიული სისწრაფით. ასე რომ ვინც ალკოჰოლს “ეღლაბუცებით“ C ჰეპატიტით ნამკურნალებო ჯიგრებო, გაეშვით!!! გისურვებთ ჯანმრთელობას. C ჰეპატიტით ნამკურნალებ-განკურნებული გიო”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here