3.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

გიო ხუციშვილის ვაჟი „მხოლოდ ქართულში“ და ატირებული სოფო ნიჟარაძე (ვიდეო)

გიო ხუციშვილის უფროსი ვაჟი, ნოდარიკო, „მხოლოდ ქართულში“ გამოჩნდა და მაყურებლის გული დაიპყრო. მამას ძალიან ამსგავსებენ, თუმცა იმას აღნიშნავენ, რომ ნოდარიკოს თავისი ინდივიდუალური და გამორჩეული სტილი აქვს.

ნოდარიკო შოუში „ოქროს ღილაკით“ მოხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ათეულში ადგილი გაინაღდა.

„გიო ჩემი მეგობარი იყო. ერთმანეთის შემფასებლები ვიყავით და სულ გვიხაროდა, რომ რაღაც კარგს ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, მამაჩემის დიდი დამსახურებაა, რომ მე ასე მიყვარს ქართული სიმღერა. ნებისმიერი სიტუაცია, კარგი იქნება თუ რთული, გადამაქცს სიმღერით“, ამბობს ნოდარიკო. ის დასძენს, რომ რასაც გიო აკეთებდა, იმ საქმის გაგრძელება სურს.

კასტინგზე მან ინოლა გურგულიას „სიზმარია“ შეასრულა და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა. სოფო ნიჟარაძე „მხოლოდ ქართულზე“ პირველად ატირდა… ნოდარიკომ, ჟიურის თხოვნით, მეორე სიმღერაც იმღერა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები