მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიო ხუციშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მომღერალი მკურნალობის პროცესშია და მომავალს იმედიანად უყურებს…
მას ახალი იმიჯი აქვს, ქუდი, რომლითაც ამ ბოლო დროს სულ დადის, დასჭირდა, მაგრამ ყველას მოსწონს და თავად გიომაც კარგად მოირგო. ჯერჯერობით ხელჯოხით გადაადგილდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე „მისი დახმარება“ აღარ იქნება საჭირო.
ახლახან თბილისის საკრებულომ მომღერალი ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
გიო ხუციშვილი:
წელს საკრებულომ დამაჯილდოვა, ძალიან ლამაზი ხოხობია, ბრინჯაოსი, ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ეს საამაყო ჯილდოა. ამდენი წელია, ქართულ სიმღერას ვმღერი და ძალიან მიყვარს. ეს მხოლოდ ჩემი ჯილდო არ იყო, ბევრი ქართველი მომღერალი გვყავს, ვინც ქართულ სიმღერას გემრიელად ასრულებს, კარგი დღე იყო, რომ მათ შორის მე გამომარჩიეს… ფოტოები + ვიდეო