მომღერალი გიო ხუციშვილი დღეს იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი დღეს 60 წლის გახდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მძიმე დიაგნოზის გამო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მთელ საქართველოს დასწყვიტა გული.
გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე „არტ ფმ“-ის ეთერში საუბრობს, როგორ აღნიშნავდა ის დაბადების დღეს:
„ძალიან ემზადებოდა, ყოველ წელს იხდიდა, არ არსებობდა, რომ არ გადაეხადა. ერთი კვირით ადრე იწყებდა სიის წერას, ედო ფურცელი და პასტა და მეუბნებოდა, ეს ჩაწერე, ის ჩაამატეო… ძალიან უყვარდა ეს დღე. მინდა გითხრათ, რომ 60 წლის იუბილეს ძალიან ელოდებოდა. ამბობდა, რომ ამ თარიღს განსაკუთრებულად დიდი შეკრებით აღნიშნავდა, რაც ისედაც ძალიან უყვარდა…“