გიო და ნუცასთვის გიორგი ლომინაძის და იცეკვებს

0
2305

21 ივნისს სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული, გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენა გაიმართება.

საქველმოქმედო სპექტაკლის მთავარი გმირი, გიორგი ლომინაძის და, ბალერინა კატო ლომინაძე იქნება.   

პირველ მოქმედებაში მაყურებელი ნახავს თანამედროვე ქორეოგრაფის, საშა ევთიმოვას მიერ ჩვენი დასისთვის, 2012 წელს დადგმულ ერთმოქმედებიან  ბალეტსსაიდუმლო ბაღი“. მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება საბალეტო დივერტისმენტიდუეტები და ვარიაციები კლასიკური ბალეტებიდან. გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებს პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც შეასრულებს მიხაილ ფოკინის საბალეტო მინიატურას – „მომაკვდავი გედი“.

როგორც კატო ლომინაძემ, „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, დღეს წარმოდგენილი სპექტაკლის შინაარსი, ძალიან ჰგავს იმ მდგომარეობას, რომელიც მის ოჯახში ხდება.

გიო და ნუცა საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. ისინი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადიან. ნუცა გუნცაძეს მალე ერთი ოპერაცია ჩაუტარდება ევროპაში, მას სახეზე ნერვი უნდა გადაუნერგონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here