გიგი დედალამაზიშვილის მეუღლემ „ევროვიზიის“ გამარჯვებულის ქორწილი გადაიღო

0
1456

„მგზავრების“ სოლისტის უკრაინელი მეუღლე, მარინ აკარპი ფოტოგრაფია. მას ხშირად აქვს გადაღებები უკრაინაში. იღებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის ხშირად არის ქორწილებშიც, თავისი პროფესიით.

„ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიგიმ აღნიშნა, რომ მოსწონს მეუღლის პროფესია და ყოველმხრივ უწყობს ხელს, რომ მარინამ მუშაობა შეძლოს. ახლაც ის უკრაინაშია, სადაც გარკვეულ ხანს დაჰყოფს და სხვადასხვა ღონისძიებას გადაიღებს.

ახლახან მარინამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უკრაინელი შემსრულებლის, „ევროვიზიის“ გამარჯვებულის, ჯამალას ქორწილის ასახული. მარინამ მის ქორწილში ფოტოგრაფად იმუშავა.

საქორწილო ფოტოს მარინა კარპიმ დააწერა, რომ საკუთარ თავს ულოცავს სამუშაო სეზონის გახსნას და მადლობას უხდის ჯამალასა და მის მეუღლეს – „დიდი მადლობა, მეგობრებო, აქ დაგროვილი ენერგია საკმარისი იქნება მთების გადასადგმელად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here