გიგი დედალამაზიშვილის ახლაშეძენილი ვაჟის ფოტოები მუსიკოსის მეუღლემ გამოაქვეყნა

0
1096

გიგი დედალამაზიშვილის ვაჟის, ნიკოლოზის პირველი ფოტოსესია მისმა ფოტოგრაფმა დედიკომ, მარინა კარპიმ „ფეისბუქზე“ განათავსა. მარინასა და გიგის ვაჟი ორი დღის წინ შეეძინათ, ეს ამბავი მთელმა ოჯახმა დიდი სიხარულით აღნიშნა.

მარინამ სამშობიაროში გადაღებული ფოტოები 28 იანვარს გამოაქვეყნა წარწერით: „ჩვენი პატარა ერთი დღისაა“.

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი რამდენიმე წელია დაქორწინებულია. მისი მეუღლე უკრაინელი გახლავთ, მარინა კარპისთან მას უკვე ჰყავს გოგონა, ლიზი, ახლა კი წყვილს ვაჟი შეეძინა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here