გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

0
1393

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა.

გთავაზობთ გიგას სტატუსს:

„ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს:

ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის წინ გემრიელად ვჭამე, დამწვარ სხეულზე მალამო წავისვი წამებით და რეკავს Nino Katamadze, ძალიან ხმაურია, ძლივს ვარჩევ სიტყვებს.

წამით ხმაური გაქრა და მეუბნება, ტელეფონი ყურთან ახლოს დაიდე და გემრიელად დაიძინე, დღეს შენთვის ვიმღერებო.

მერე მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა. საათნახევრის შემდეგ მიმეძინა. თან დაღლილს, თან დამწვარს, და თან ძალიან ბედნიერს.

ჰო და ეგაა ზუსტად ბედნიერებაც, თავი ფილმში რომ გგონია და თან შენ რომ ხარ იმ ფილმის რეჟისორი“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here